21 ნოემბერი, 2013
ბავშვის სხეულში დატყვევებული 20 წლის გოგონა გარდაიცვალა
გოგონა არაერთხელ ყოფილა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, მაგალითად, 4 წლისას ორი კვირა ეძინა აშშ-ში გარდაიცვალა 20 წლის ბრუკ გრინბერგი, რომელსაც იშვიათი გენეტიკური დაავადება X-სინდრომი ჰქონდა. მიუხედავად თავისი ასაკისა, გოგონა ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დონით ერთი წლის ბავშვს ჰგავდა.

ბრუკი 1993 წელს დაიბადა. დაბადებისას 1,8 კილოგრამს იწონიდა, ერთ წელიწადში კი მისი წონა მხოლოდ 3,4 კილოგრამი იყო. მისმა სიმაღლემ 14 წლის ასაკში 76 სანტიმეტრს მიაღწია და წონითაც ბევრი აღარ მოუმატია.

გოგონა არაერთხელ ყოფილა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, მაგალითად, 4 წლისას ორი კვირა
ეძინა. ექიმებმა თავის ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს და ახლო მომავალში სიკვდილი უწინასწარმეტყველეს, თუმცა ორ კვირაში გონს მოვიდა და განმეორებითი გამოკვლევისას გაარკვიეს, რომ სიმსივნე გაიწოვა.

ბრუკს ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ კლინიკებში სინჯავდნენ, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ამიტომაც უწოდეს მის დაავადებას X-სინდრომი.

მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრუკს გამუდმებული მოვლა სჭირდებოდა. იმის გამო, რომ საკმაოდ პატარა კუჭი ჰქონდა, სპეციალური მილით აჭმევდნენ, რომელიც პირდაპირ კუჭში ჰქონდა ჩადგმული.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS