უფროს თაობას ბევრი რამის გადატანა მოუხდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პესიმისტური განწყობა მემკვიდრეობით გადადის, თუმცა საბედნიეროდ, დღესდღეობით არიან ისეთებიც, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ.
წარმოგიდგენთ ნიუ-იორკელ ქალბატონს, რომელიც ინტერნეტ-სენსაციად იქცა. 63 წლის პროფესორს, სოციოლოგიის დარგში, სტილის ხატს უწოდებენ, რასაც ნამდვილად იმსახურებს.
ლინი ერთხელ პაპარაცებმა New York Fashion Week-ზე დააფიქსირეს. ფოტოგრაფმა ის მოდის ჟურნალისტად ან ბლოგერად მიიჩნია.
ამის შემდეგ ლინმა მართლაც დაიწყო მოდური ბლოგის მართვა, მეტსახელით - Accident Icon.
ამასთან მისი მიზანი პოპულარობის მოპოვება არ ყოფილა, თუმცა უამრავი
სლეიტერით დაინტერესდნენ ისეთი მსხვილი ბრენდები, როგორებიცაა -H&M, Mango და ა.შ.
ბოლო რამდენიმე წელია მოდის ინდუსტრია სიბერეს აღიქვამს, როგორც მოდის ჩვეული ჩარჩოებიდან გამოსვლას.
ლინ სტეილერის ფოტოსესია, ინტერნეტში გავრცელდა სათაურით: „ამერიკის ყველაზე მოდური ბებო“.
აღსანიშნავია, რომ ლინის გარეგნობა მის ასაკს სრულად შეეფერება, არ მალავს ჭაღარას, თითქმის არ ამუშავებს ფოტოებს და ბუნებრივი სილამაზის პოპულარიზაციას ახდენს.
ანა გარელი