08 მაისი, 2017
ის არც თავსაფარს ატარებს და არც გრძელ ქვედა ბოლოს ჩვენი ბებიების მსგავსად - 63 წლის ბებო, რომელიც მოდის სამყაროს ბომბავს

 

უფროს თაობას ბევრი რამის გადატანა მოუხდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პესიმისტური განწყობა მემკვიდრეობით გადადის, თუმცა საბედნიეროდ, დღესდღეობით არიან ისეთებიც, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ.

წარმოგიდგენთ ნიუ-იორკელ ქალბატონს, რომელიც ინტერნეტ-სენსაციად იქცა. 63 წლის პროფესორს, სოციოლოგიის დარგში, სტილის ხატს უწოდებენ, რასაც ნამდვილად იმსახურებს.

ლინი ერთხელ პაპარაცებმა New York Fashion Week-ზე დააფიქსირეს. ფოტოგრაფმა ის მოდის ჟურნალისტად ან ბლოგერად მიიჩნია.
ამის შემდეგ ლინმა მართლაც დაიწყო მოდური ბლოგის მართვა, მეტსახელით - Accident Icon.

ამასთან მისი მიზანი პოპულარობის მოპოვება არ ყოფილა, თუმცა უამრავი
შემოთავაზება გაჩნდა.

სლეიტერით დაინტერესდნენ ისეთი მსხვილი ბრენდები, როგორებიცაა -H&M, Mango და ა.შ.

ბოლო რამდენიმე წელია მოდის ინდუსტრია სიბერეს აღიქვამს, როგორც მოდის ჩვეული ჩარჩოებიდან გამოსვლას.

ლინ სტეილერის ფოტოსესია, ინტერნეტში გავრცელდა სათაურით: „ამერიკის ყველაზე მოდური ბებო“.

აღსანიშნავია, რომ ლინის გარეგნობა მის ასაკს სრულად შეეფერება, არ მალავს ჭაღარას, თითქმის არ ამუშავებს ფოტოებს და ბუნებრივი სილამაზის პოპულარიზაციას ახდენს.

ანა გარელი

Rating

RatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRating

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ოკ :))
ამასგან განსხვავებით ჩემი მეხობელი მაკა 36 წლის ბებოა უკვე,36 წლისას შვილიშვილი ჰყავს!
05:03 / 09-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS