ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის საღამოზე, რომელიც ნიუ-იორკში შედგა, მელანია ტრამპი სტუმრის კეთილგანწყობის დამსახურებას Dior-ის ღია ყვითელი, ასიმეტრიული კაბითა და მომხიბვლელი ღიმილით შეეცადა. უცნობია, რამდენად მოახერხა მან ავსტრალიისა და აშშ-ს ურთიერთობაზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ფაქტია, რომ მელანია საღამოს მთავარი ვარსკვლავი გახდა.
მისი სამოსი დადებითად შეაფასეს, როგორც თაყვანისმცემლებმა, ისე მოდის კრიტიკოსებმა და მედიამ.
მიუხედავად იმისა, რომ მელანია ტრამპი როგორც წესი კლასიკურ, შავს, თეთრს და ხანდახან წითელ ფერებს ირჩევს, მის წარმატებულ გამოსვლებს შორის არის ნათელი სამოსიც. მაგ: მწვანე კაბა
ანა გარელი