05 მაისი, 2017
მელანია ტრამპი Dior-ის კაბაში - პირველმა ლედიმ გარშემო მყოფები კიდევ ერთხელ დაჩრდილა

 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის საღამოზე, რომელიც ნიუ-იორკში შედგა, მელანია ტრამპი სტუმრის კეთილგანწყობის დამსახურებას Dior-ის ღია ყვითელი, ასიმეტრიული კაბითა და მომხიბვლელი ღიმილით შეეცადა. უცნობია, რამდენად მოახერხა მან ავსტრალიისა და აშშ-ს ურთიერთობაზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ფაქტია, რომ მელანია საღამოს მთავარი ვარსკვლავი გახდა.

მისი სამოსი დადებითად შეაფასეს, როგორც თაყვანისმცემლებმა, ისე მოდის კრიტიკოსებმა და მედიამ.

Rating

მიუხედავად იმისა, რომ მელანია ტრამპი როგორც წესი კლასიკურ, შავს, თეთრს და ხანდახან წითელ ფერებს ირჩევს, მის წარმატებულ გამოსვლებს შორის არის ნათელი სამოსიც. მაგ: მწვანე კაბა
იორდანიის მეფესა და დედოფალთან შეხვედრაზე და Dior-ის ვარდისფერი სამოსი, რომელშიც დონალდ ტრამპის მეუღლემ წითელი ჯვრის მე-60 წვეულებაზე გაიბრწყინა.

ანა გარელი


 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS