05 მაისი, 2017
მონიკა ბელუჩის ახალი ბოიფრენდი ჰყავს
52 წლის იტალიელმა მსახიობმა ფრანგულ გამომცემლობასთან Paris Match ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა და გამოტყდა, რომ კვლავ შეყვარებულია.

მიუხედავად იმისა, რომ მონიკამ ბოიფრენდის სახელი არ გაამხილა, თაყვანისმცემლებმა მაშინვე გამოიცნეს, რომ მსახიობი ჟილ ლელუშზე საუბრობდა. მათ რომანზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ალაპარაკდნენ.


Rating


















სულ ცოტა ხნის წინ, პარიზში, გალა-ვახშამზე წყვილი ერთად გამოჩნდა, რის შემდეგაც ღონისძიება ერთად დატოვეს.

ჟილ ლელუში თამაშობს შემდეგ ფილმებში: „შემიყვარე თუ გაბედავ“; „The Players”; “ენტონი ზიმერი“. მამაკაცი თავის რჩეულზე 8 წლით უმცროსია.

შეგახსენებთ, რომ მონიკა
ბელუჩი 14 წელი ფრანგ მსახიობ, ვინსან კასელზე იყო დაქორწინებული, რომელსაც 2013 წელს დაშორდა.

ანა გარელი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზურა
რავა ყოლისფერი დასწრებაზეა ამ ქვეყანაზე!!!
17:33 / 05-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS