01 მაისი, 2017
ჰოლივუდის ვარსკვლავები უმძიმესი წარსულით – ლოთი დედა, სადისტი მამა და კლასი, სადაც ყველასთვის უცხო ხარ
ჰოლივუდის ვარსკვლავები უკვე წლებია რაც საკუთარ წარსულსა თუ მძიმე ბავშვობაზე შოუებსა თუ ინტერვიუებში გულახდილად საუბრობენ.

ამ მხრივ გამონაკლისები არიან ქართველები. ქართველ ცნობილებს უჭირთ საკუთარ მძიმე ბავშვობაზე ხმამაღლა საუბარი, არც იმაში გამოტყდებიან სკოლაში თუ ჩაგრავდნენ. გთავაზობთ ფრაგმენტებს ჰოლივუდის ვარსკვლავების ბავშვობიდან...

დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობ რობერტ პატინსონს, რომელიც ვამპირის როლს ასრულებს "ბინდის" საგაში, საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა. რობერტი ლონდონის მახლობლად, პატარა ქალაქში დაიბადა. სწავლა უჭირდა, 12 წლის ასაკში სკოლიდანაც გარიცხეს. მისი თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ მიზეზი წარუმატებელი
სიყვარული იყო, თუმცა დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს გოგონებში.

Rating

რობერტს ხშირად დასცინოდნენ თანატოლები და სცემდნენ კიდეც. " სკოლაში მუდმივად მცმემდნენ, წლების შემდეგ მივხვდი, რომ მათი მხრიდან გაღიზიანების მიზეზი ის იყო, რომ სამსახიობო ოსტატობის დაუფლებას ვცდილობდი და სკოლაში როგორც იდიოტი, ისე ვიქცეოდი. ჩემი შეცდომა ის არის, რომ ვცდილობდი, სკოლაშიც სხვადასხვა როლი მეთამაშა, რაც თანატოლებს აღიზიანებდა".

Rating

შარლიზ ტერონსაც რთული ბავშვობა ჰქონდა. მამა მუდმივად სვამდა და დედას ხშირად სცემდა. ზოგჯერ სახლში იარაღიც მიჰქონდა და ცოლსა და პატარა შარლიზს მოკვლით ემუქრებოდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ტერონი ზრდასრულ ასაკში მიცემულ ინტერვიუებში, რეალურ ისტორიას მალავდა და ჰყვებოდა, რომ მამა ავტოკატასტროფაში დაეღუპა. რეალური ისტორია კი მძიმეა. დედასთან ერთ-ერთი ჩხუბის დროს ქალმა თავისი და ბავშვის დაცვის მიზნით იარაღიდან გასროლით მთვრალი კაცი შვილის თვალწინ მოკლა. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS