41 წლის თინა კანდელაკმა თამამი დეკოლტით საზოგადოება გააკვირვა. ფილიპ კირკოროვის საიუბილეო კონცერტისთვის, რომელიც კრემლში გაიმართა (30 აპრილს, მომღერალს 50 წელი შეუსრულდა), ტელეწამყვანმა ღრმა დეკოლტიანი კაბა შეარჩია.
თინა გამოტყდა, რომ პიკანტურმა დეკოლტემ დედამისი შეაცბუნა.
„დეკოლტესთვის მაპატიეთ, ის მართლაც ძალიან ღრმა იყო... მაგრამ, sava9-მ გენიალურად დაიჭირა დედაჩემის გამოხედვა.
ის წარმოუდგენლად კარგი მყავს, ძლიერი და მკაცრი. ამ ფოტოზე ისე კარგად ჩანს, თუ რას ფიქრობს და როგორ მიყურებს, რომ თავი ვერ შევიკავე რომ არ დამედო“ - წერს თინა კადრზე.