01 მაისი, 2017
ლამაზმანების კომპლექსები - როზი ჰანტინგტონ-უაითლი გამოტყდა, რომ თავს მიმზიდველად არ მიიჩნევს
ისეთ ულამაზეს მოდელსაც კი, როგორიც როზი ჰანტინგტონ-უატლია, კომპლექსები აქვს.

ცოტა ხნის წინ, ლამაზმანი გამოტყდა, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობას ხშირად განიცდის: "კარგი სელფის გადასაღებად, ნახევარი საათი მაინც მჭირდება" - ჰყვება როზი.

აღმოჩნდა, რომ ინსტაგრამზე ლამაზმანი გოგონების ფოტოების ნახვის შემდეგ, როზი თავს საკმარისად მიმზიდველად არ მიიჩნევს და ამაში7 მლნ გამომწერიც კი ვერ არწმუნებს.

"მაღელვებს ის ფაქტი, რომ ტოპ-მოდელების იდეალური ფოტოების ნახვისას, ახალგაზრდა გოგონები თავდაჯერებულობას კარგავენ. ვიცი, რომ ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, ადამიანები თავს უიღბლოებად მიიჩნევენ" - განმარტავს მოდელი.

მსგავსი აზრის გამოთქმის შემდეგ, თაყვანისმცემელმა მიიჩნიეს, რომ მოდელი გულწრფელი არ არის, რადგან ის თავადაა პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი და ცნობილი ტოპ-მოდელი.

როგორც ჩანს, არც ეს სტატუსი ათავისუფლებს გოგონას ჩვეულებრივი, ადამიანური კომპლექსებისგან.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS