ცოტა ხნის წინ, ლამაზმანი გამოტყდა, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობას ხშირად განიცდის: "კარგი სელფის გადასაღებად, ნახევარი საათი მაინც მჭირდება" - ჰყვება როზი.
აღმოჩნდა, რომ ინსტაგრამზე ლამაზმანი გოგონების ფოტოების ნახვის შემდეგ, როზი თავს საკმარისად მიმზიდველად არ მიიჩნევს და ამაში7 მლნ გამომწერიც კი ვერ არწმუნებს.
"მაღელვებს ის ფაქტი, რომ ტოპ-მოდელების იდეალური ფოტოების ნახვისას, ახალგაზრდა გოგონები თავდაჯერებულობას კარგავენ. ვიცი, რომ ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, ადამიანები თავს უიღბლოებად მიიჩნევენ" - განმარტავს მოდელი.
როგორც ჩანს, არც ეს სტატუსი ათავისუფლებს გოგონას ჩვეულებრივი, ადამიანური კომპლექსებისგან.
ანა გარელი