28 აპრილი, 2017
მელანია ტრამპი სამხედრო სტილში არგენტინის პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან შეხვედრისას
27 აპრილს, მელანია ტრამპმა, მეუღლესთან, აშშ-ს პრეზიდენტთან ერთად თეთრ სახლში არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი და მისი ცოლი, ხულიანა ავადა მიიღო.

ოფიციალური შეხვედრისთვის, პირველმა ლედიმ Altuzarra-ს კაბა შეარჩია, სამხედრო სტილში.

საინტერესოა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დიზაინერებს შორის შელაპარაკება მოხდა იმის გამო, თუ ვინ ჩააცმევდა პირველ ლედის.

Altuzarra-ს დამფუძნებელი, ჯოზეფ ალთუზარა მაშინ მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც პირველ ლედისთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდა. „არ მინდა იმ ადამიანებს ჩავაცვა, ვისაც არ ვეთანხმები“ - განაცხადა დიზაინერმა.

ანა გარელი

RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS