ცოლი ემანუელზე 24 წლითაა უფროსი.
პირველად მაკრონი და ტორნე ერთმანეთს სკოლაში შეხვდნენ, სადაც ბრიჯიტი მასწავლებლად მუშაობდა, ემანუელი კი მის კლასში სწავლობდა. ემანუელთან ერთად კლასში ბრიჯიტის ქალიშვილიც სწავლობდა. როცა ბრიჯიტი სასკოლო პიესებს დგამდა, ემანუელთან ემოციურად უფრო დაახლოვდა. გაკვეთილების შემდეგ ის ყოველთვის სახლამდე აცილებდა ბრიჯიტს, გზად ძალიან ბევრს საუბრობდნენ და მაშინ, მოზარდი მიხვდა, რომ საკუთარ მასწავლებელზე იყო შეყვარებული.
რა შეიძლება ეპასუხა ამ დროს მასწავლებეს, 3 შვილის დედას და ცოლს? ამ გამოცდის გადალახვა მაშინ შეუძლებელი ჩანდა.
ახალგაზრდა ემანუელ მაკრონის, არც მშობლებისთვის დაუმალავს საკუთარი გრძნობების ამბავი, რამაც მშობლები თავიდან დააბნია, რადგან იფიქრეს, რომ ბიჭს კლასელი, ბრიჯიტის ქალიშვილი უყვარდა. ხოლო, როცა მიხვდნენ, რომ ემანუელს მასწავლებელი შუეყვარდა ბუნებრივი რეაქცია ჰქონდათ. ვაჟი პარიზში გაგზავნეს, სადაც ბოლო კლასი დაასრულა. თუმცა ემანუელისა და ბრიჯიტის ურთიერთობა ამით არ დასრულებულა და კავშირს ტელეფონით განაგრძობდნენ.
2006 წელს ბრიჯიტი ქმარს გაეყარა, 2007 წელს კი 29 წლის ემანუელ მაკრონიზე იქორწინა. წყვილი უკვე 10 წელია ერთადაა.
საინტერესოა, რომ ბრიჯიტის ვაჟი, სებასტიანი მის მეორე ქმარზე 2 წლითაა უფროსი, უმცროსი ქალიშვილი კი ემანუელზე 2 წლით უმცროსი.
ემანუელ მაკრონიმ ბრიჯიტის შვილებთან საერთო ენა მარტივად გამონახა. პაპარაცები მათ პიკნიკზე ერთად ხშირად აფიქსირებენ.
ბრიჯიტის ოჯახში ყველაზე პატარა შვილიშვილს კი მაკრონი ბოთლით აჭმევს კიდეც და მათ საკუთარ შვილებად მიიჩნევს.
საფრანგეთის პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი ბიოლოგიური შვილების გაჩენას არ გეგმავს.
ამჟამად ბრიჯიტ ტორნე 64 წლისაა. მასწავლებლობას თავი დაანება და ქმარს საპრეზიდენტო არჩევნებში ეხმარება. ბრიჯიტი იმ ადამიანებს მიეკუთვნება, ვისაც ემანუელი ენდობა. ის მაკრონის წინასაარჩევნო სიტყვის დაწერაში დაეხმარა.
და თუ ქმარი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება, ის ბრიჯიტის აზრს გაითვალისწინებს.
ანა გარელი