26 აპრილი, 2017
დონალდ ტრამპმა მელანიას შვილების გაჩენა აუკრძალა, რათა ფორმა არ დაკარგოს
ამერიკული მედია ხშირად წერს, რომ დონალდ და მელანია ტრამპებს დაძაბული ურთიერთობა აქვთ.

როცა ტრამპის მესამე ცოლი დაფეხმძიმდა, მან ქალს ბავშვის გაჩენის ნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში დართო, თუ ის მშობიარობიდან მალევე ჩადგებოდა ფორმაში.

როცა მელანიამ ვაჟზე ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო, ის 35 წლის იყო. დონალდმა მიიჩნია, რომ ეს ასაკი ბავშვის გაჩენისთვის ზედმეტად გვიანი იყო და ცოლი გასუქდებოდა, ამიტომ საჭირო ზომები მიიღო.

"მან ცოლს ბავშვის გაჩენის უფლება მხოლოდ ერთი პირობით დართო, თუ ჩვეულ ფორმას მალევე დაუბრუნდებოდა. წყვილმა ამის
შესახებ კონტრაქტი გააფორმა" - ჰყვება ტრამპებთად დაახლოებული პირი და აქვე ამატებს, რომ ტრამპი ცოლის ჯანმრთელობით სულაც არ დაინტერესებულა.

ახლა, როცა მათი ვაჟი, ბერონი უკვე 11 წლისაა, მელანია შესანიშნავად გამოიყურება, როგორც ჩანს კონტრაქტი დღემდე ძალაშია.

Rating







თუმცა, სხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ დონალდი ცოლთან მსგავს გარიგებას არ გააფორმებდა, რადგან მას ძალიან უყვარს ცოლი და მისი ოჯახი და მატებასაც დიდი სიხარულით შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ მელანია და დონალდ ტრამპებმა 2005 წელს იქორწინეს. ერთ წელში მათ ვაჟი შეეძინათ, რომელიც დონალდისთვის რიგით მეხუთე, მელანიასთვის კი პირველი შვილია.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS