25 აპრილი, 2017
ის მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონად აღიარეს და ანგელოზს უწოდებდნენ - ნახეთ, როგორ გამოიყურება ეს ბავშვი ახლა
10 წლის ასაკში ამ გოგონას რუს ანგელოზს უწოდებდნენ, გამომცემლობა Daily Mail - ის ვერსიით კი ის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონაა. 2009 წელს ქრისტინა პიმენოვამ LA Models -თან კონტრაქტი გააფორმა და საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა.

გოგონას სამომავლოდ ლეგენდარული მოდელის სახელის მოხვეჭას უწინასწარმეტყველებენ.

ქრისტინას მამა ფეხბურთელი რუსლან პიმენოვია, დედა - გლიკერია პიმენოვა კი პატარა მოდელის პირადი მენეჯერი გახლავთ.
გლიკერია ქრისტინას პირად ინსტაგრამს ხელმძღვანელობს. გოგონას 1,5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

პირველი ფოტოსესიის შემდეგ, პიმენოვა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ის ჯერ
მხოლოდ 11 წლისაა.

მიუხედავად პატარა ასაკისა, ქრისტინამ ისეთ ბრენდებთან უკვე იმუშავა, როგორებიცაა - Armani Junior, Prada, Burberry და Silvian Heach.

მოდელობის გარდა, გოგონა გატაცებულია მხატვრული ტანვარჯიშითა და უცხო ენების შესწავლით.

ის კარგად საუბრობს იტალიურ ენაზე.

ანა გარელი

Rating

RatingRatingRatingRatingRatingRatingRating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS