18 აპრილი, 2017
ანჯელინა ჯოლი კინოდან მიდის - ბრედ პიტი ყოფილ ცოლზე შურს იძიებს
ბრედ პიტთან განქორწინება ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაში დიდი ცვლილებების მიზეზი გახდა. დასავლური მედია გვამცნობს, რომ ვარსკვლავი სამსახიობო კარიერის დასრულებას გეგმავს და მისი უკანასკნელი ნამუშევარი ფანტასტიკური ფილმის მეორე ნაწილი "მალეფიცენტა" იქნება.

წყაროების ცნობით, მსახიობს სურს, მეტი დრო დაუთმოს ოჯახურ ვალდებულებებსა და 6 შვილის აღზრდას. გარდა ამისა, ის საქველმოქმედო პროექტებზეა კონცენტრირებული, მეტს იმოგზაურებს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსახლკაროებს მოინახულებს.

თუმცა ანჯელინა კინოდან სრულიად წასვლას არ გეგმავს. როგორც ამბობენ ახლა ის სცენარების წერით, რეჟისურითა და ახალი ფილმების პროდიუსერობით დაკავდება.


Rating



ამ ამბის პარალელურად, მედიაში იმაზეც საუბრობენ, რომ ბრედ პიტი ყოფილ ცოლთან ერთად საერთო საქმიანობის წამოწყებას გეგმავს.

პრესის ინფორმაციით, ბრედმა გაიგო, რომ მისი 8 წლის ქალიშვილი ვივიენი ლონდონში სეირნობისას თავით დაეცა, როცა ის ძიძასთან ერთად იყო.

ჯოლი კი ამ დროს ქვეყანაში საერთოდ არ იმყოფებოდა. პიტი ამ ფაქტმა აღაშფოთა და ახლა ჯოლიზე შურისძიებას აპირებს.

ანა გარელი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS