18 აპრილი, 2017
ქორწილი მილიონად: 62 წლის ბიზნესმენმა ცოლად 26 წლის Playboy-ის მოდელი შეირთო

 

26 წლის მოლდოველმა ლამაზმანმა, ქსენია დელიმ ცხოვრება ეგვიპტელ მილიარდერ, ოსამა ფახტი რაბაჰ ალ-შარიფს დაუკავშირა, რომელიც მასზე ორჯერ უფროსია. წყვილმა შთამბეჭდავი ქორწილი გადაიხადა, რაც მილიონ ევრომდე დაჯდა.

Playboy-ის 26 წლის მოდელი, რომელიც ჯასტინ ბიბერის კლიპში გადაიღეს და Victoria’s Secret-თვის მუშაობდა, ეგვიპტელ ბიზნესმენს ცოლობაზე დათანხმდა.

მომავალმა ქმარმა ლამაზმანის გული, ფეხქვეშ ბრილიანტების მოფენით, წითელი Maserati-თა და კერძო თვითმფრინავით მოინადირა.
ქორწილი საბერძნეთის ყველაზე რომანტიკულ კუნძულზე, სანტორინიზე გადაიხადეს.

პატარძალს Zuhair Murad-ის საქორწინო კაბა და Jimmy Choo-ს ფეხსაცმელი ეცვა.

ახლადგამომცხვარი წყვილი
საბერძნეთიდან საქორწინო მოგზაურობაში წავიდა და შვეიცარიას, მალაიზიას, პარიზსა და ლისაბონს ეწვია.

ახლა, ახალგაზრდა ცოლი საკუთარ ინსატგრამზე ერთობლივი მოგზაურობიდან ფოტოებს აქვეყნებს, კრიტიკოსებსა და მოშურნეებს კი პასუხობს: „ვინ ხართ, რომ ცხოვრება, რომლითაც მე ვცხოვრობ, განსაჯოთ?“

ანა გარელი

RatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRating

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS