18 აპრილი, 2017
ალა პუგაჩოვას 3 წლის ვაჟმა დაბადების დღე გულისამაჩუყებლად მიულოცა
15 აპრილს ალა პუგაჩოვა 68 წლის გახდა. ამ დღეს მომღერალმა უამრავი მილოცვა და საჩუქარი მიიღო, თუმცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო გახდა, რომელშიც მისი 3 წლის ვაჟი, ჰარი დედას დაბადების დღეს ამაღელვებელი ლექსით ულოცავს.

პუგაჩოვამ ვიდეო საკუთარ ინსტაგრამზე ატვირთა, წარწერით - "ყველაზე ძვირფასი საჩუქარი".

ვარსკვლავის თაყვანისმცემლებმა აღნიშნეს, რომ მისი და გალკინის შვილები, ჰარი და ლიზა, წარმოუდგენლად გულწრფელი და დადებითი ბავშვები არიან. მათი აზრით ბიჭი მამის ასლია, გოგონა კი ძალიან ჰგავს დედას.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS