17 ნოემბერი, 2013
დუგლასი და ზეტა-ჯონსი შერიგდნენ
ამბობენ, რომ მათ ჰელოუინიც ერთად აღნიშნეს, 13 წლის ვაჟის დილანისა და 10 წლის ქალიშვილ კერისის გარემოცვაში.
69 წლის მსახიობმა მაიკლ დუგლასმა და მისმა 44 წლის ცოლმა კეტრინ ზეტა-ჯონსმა გადაწყვიტეს, ისევ ერთად იცხოვრონ და დაძლიონ ცოტა ხნის წინანდელი კრიზისი.

თითქმის ნახევარი წელი გავიდა მას მერე, რაც ერთმანეთს დაშორდნენ. ამასობაში ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი განქორწინებისთვის ემზადებოდნენ.

აღმოჩნდა, რომ ეს მცირეხნიანი შესვენება იყო. ორივემ გადააფასა ბოლო დროს მათ თავს დატეხილი სირთულეები - მაიკლ დუგლასის ყელის სიმსივნე, კეტრინის ფსიქიკური
პრობლემები, ორივე მიხვდა, რომ ერთმანეთის გარეშე მაინც არ შეუძლიათ და შერიგდნენ.

„მაიკლი კეტრინს დაუბრუნდა და ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს. სიხარულით უყვება მეგობრებს, რომ ისევ ერთად არიან. ორივეს კვლავ უკეთია ნიშნობის ბეჭდები და მომავალს გეგმავენ“, - ჰყვება წყვილის საერთო მეგობარი.

ამბობენ, რომ მათ ჰელოუინიც ერთად აღნიშნეს, 13 წლის ვაჟის დილანისა და 10 წლის ქალიშვილ კერისის გარემოცვაში.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მიხო
ალბათ იმიტომ მითამაშებდა მარჯვენა თვალი
22:46 / 18-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS