13 აპრილი, 2017
დონალდ ტრამპის 23 წლის ქალიშვილს მაღაზიებში სეირნობისას 3 ავტომობილი დაცვა ახლდა
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 23 წლის ქალიშვილი, ტიფანი ნიუ იორკის მაღაზიებში 3 მანქანა დაცვის თანხლებით გავიდა - გვამცნობს გამომცემლობა Daily Mail-ი.

გამომცემლობის მიხედვით, 23 წლის ტრამპი შესაძლოა, ერთერთია მთავრობის წარმომადგენლების იმ ზოგიერთ შვილებს შორის, რომლებიც თეთრ სახლი მრჩეველად არ მუშაობენ, მაგრამ ის პრეზიდენტის მფარველობის ქვეშ მაინც იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ტიფანის მანჰეტენზე მშვიდი შოპინგის უზრუნველსაყოფად, საიდუმლო სამსახურის 3 მანქანა დარაჯობდა. თავად გოგონას კი ფეხით მოსიარულე აგენტები იცავდნენ.

ტიფანი ტრამპი ამერიკის პრეზიდენტს მეორე, მარლი მეიპლზთან ქორწინებიდან ჰყავს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS