ქანთრი-მომღერალ კიტ ურბანზე დაქორწინების შემდეგ ნიკოლმა ქალიშვილი სანდა როუზი გააჩინა, მერე კი წყვილს სუროგატმა დედამ გაუჩინა მეორე ქალიშვილი.
დღეს ამბობს, რომ ბედნიერია. იმასაც აღიარებს, რომ ძნელია ერთდროულად ჰოლივუდის მეგავარსკვლავობა და ამასთანავე
მისი თქმით, ყველაზე უკეთ მას ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი გაუგებენ, რომლებიც მასავით ''შხამიან ბუშტში'' ცხოვრობენ, რადგან მათ გარშემო გამუდმებით ჭორები და ისტერიკაა.
ნიკოლმა აღიარა, რომ ტომთან დაშორება მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. იმ პერიოდში ვირჯინია ვულფს თამაშობდა ''საათებში'' და თვითმკვლელობის სცენამ ყველაზე მეტად დააფიქრა.
''მე სიცოცხლე ავირჩიე, - ამბობს ნიკოლი, - მაშინ ფსკერზე ვიყავი და ეს როლი დამეხმარა სიცოცხლის დაფასებაში'' . ისიც აღიარა, რომ მას მერე ბევრი დრო გაატარა მარტოობაში, რამაც ასევე დიდი გავლენა მოახდინა მის შემდგომ ცხოვრებაზე.
''სინამდვილეში ბავშვი ვიყავი, როცა გავთხოვდი. გაზრდა მჭირდებოდა'' . ნიკოლის თქმით, თავის ნამდვილ სიყვარულს სწორედ კიტ ურბანის სახით შეხვდა. ''ტომის მიმართ უპატივცემულობას არ გამოვხატავ, მაგრამ ჩემი დიდებული სიყვარული მხოლოდ ახლა ვნახე''.
კიტზე გათხოვების შემდეგ ჰოლივუდის ქაოსს გაექცა და საცხოვრებლად პატარა ქალაქ ნეშვილში გადავიდა, მთელ დროს ქმარსა და ქალიშვილებს უთმობს და მხოლოდ გადაღებებისა და მნიშვნელოვანი ცერემონიების დროს თუ ტოვებს ნეშვილს.
- თუ გსურთ, ოჯახი გქონდეთ, ჰოლივუდში ბევრ რამეზე მოგიწევთ უარის თქმა... ეს ჩემი არჩევანია, - აღიარებს მსახიობი.
ჟურნალი ''რეიტინგი''