06 აპრილი, 2017
ვერა ბრეჟნევა ქალიშვილთან ერთად Dolce & Gabbana-ს წვეულებაზე
ვერა ბრეჟნევა და მისი უფროსი ქალიშვილი სონია Tropico Italiano-ს წვეულების მთავარი ვარსკვლავები გახდნენ.

წვეულება კიევში, Dolce & Gabbana-ს ბუტიკში გაიმართა.

ვერა შავ სექსუალურ კაბაში იყო გამოწყობილი, რასაც იდეალურად ერთვოდა წითელი პომადა.

ვარსკვლავ დედას, არც 16 წლის სონია ჩამორჩა - დამწყები მოდელი ასევე შავ, მაქმანიან კაბაში გამოჩნდა. გოგონას სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ვარცხნილობა ჰქონდა - რომანტიკული ნაწნავი თავის გარშემო, წითელი და ვარდისფერი დეკორით.

ფოტოების კომენტარებში, თაყვანისმცემლები აქტიურად აღნიშნავენ, რომ დედა-შვილი ერთმანეთს ძალიან ჰგავს და თ
ანატოლებივით გამოიყურებიან.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS