ულიანოვსკის მცხოვრებმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც უკმაყოფილებას გამოთქვამს ჩაშლილი კონცერტის გამო. მაყურებელი ჰყვება, რომ ისინი 40 წუთი ალოდინეს, შემდეგ კი ნასვამი აგუტინისა და ვარუმის მოსმენა მოუხდათ. აგუტინმა თავი იმით იმართლა, რომ სანკ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის გამო ძალიან განიცდის, ანჟელიკა კი მოულოდნელად ავად გახდა და მაღალი ნოტების აღებას ვერ შეძლებდა.
იმედგაცრუებული მაყურებელი მიიჩნევს, რომ ასეთი კონცერტები უნდა გადაიდოს და გადახდილი თანხა უკან დაბრუნდეს.
ულიანოვსკის პრესამ გაარკვია, რომ ანჟელიკამ და აგუტინმა კონცერტის გამართვა კამათის გამო შეაფერხეს. წყვილს შორის უთანხმოება ჯერკიდევ რეპეტიციამდე დაიწყო.
თვითმხილველების თქმით ლეონიდი და ანჟელიკა კონცერტის მსვლელობის დროსაც კამათობდნენ.
როცა თაყვანისმცემლები კონცერტის შემდგომ ავტოგრაფის ასაღებად იცდიდნენ, ვარუმზე არანაკლებ გაკვირვებულები დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ აგუტინი წავიდა, ცოლი კი დატოვა. მომღერალი სხვა ქალაქში იმ ღამესვე გაემგზავრა. ანჟელიკა კი სასტუმროში მიატოვა. მას მეორე დილით სხვა მანქანით მარტოს მოუხდა სარანსკში წასვლა, სადაც წყვილს კიდევ ერთი კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი.
კონცერტის ორგანიზატორის განმარტებით ანჟელიკას უბრალოდ ხმის პრობლემა შეექმნა, ხოლო რაც შეეხება ლეონიდს, წლების მანძილზე ის ნასვამი არ შეუმჩნევია.
ანა გარელი