05 აპრილი, 2017
მამაკაცმა საკუთარი 9 წლის ქალიშვილი გააუპატიურა
კიევში მამაკაცმა 9 წლის გოგონა გააუპატიურა. ეჭვმიტანილი ბავშვის მამაა, რომელსაც 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

გოგონას სხეულზე დაზიანებები დედის დეიდამ აღმოუჩინა. ქალმა ყურადღება ბავშის სისხლიან ტანსაცმელზე გაამახვილა. მან პოლიცია და ექიმები დაუყოვნებლივ გამოიძახა. ამჟამად გოგონა სტაციონალურ მკურნალობას გადის.

სამართალდამცავებმა ადგილზე ყველა გარემოება დააფიქსირეს და მტკიცებულებებს იკვლევენ.

გაარკვიეს, რომ ბავშვის მამა მარტო ცხოვრობს და ოჯახში სტუმრად ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. ვიდრე ქალი მაღაზიაში იყო, ის ქალიშვილთან დარჩა. როცა დაბრუნებულმა ქალმა ბავშვზე სისხლი შენიშნა, მამამ აუხსნა, რომ გოგონამ თავად
დაიკაწრა.

პოლიციამ 39 წლის მამაკაცი დააკავა. დამნაშავეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ანა გარელი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თამილა საკაშვილი
მისი შესაბამისი სასჯელი ჯერ არ დადგენილა.აფსუს, რამდენი ვაჟკაცი წავიდა უდროოდ და ამნაირი ნაძირალა მიწას ამძიმებს.მიწა უნდა იწვებოდეს მისი და მისი გამზრდელის ფეხქვეშ
00:17 / 07-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
არ უნდა აცოცხლო!
23:50 / 05-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS