05 აპრილი, 2017
ვალერი მელაძის ყოფილი ცოლი ალბინა ჯანაბაევაზე ალაპარაკდა
ტელეარხ НТВ-ზე ერთ-ერთ გადაცემაში ვალერი მელაძის ყოფილი ცოლი პირველად ალაპარაკდა გულახდილად, თუ როგორ იბრძოდა ქმრისთვის. ირინამ მომავალი ქმარი 20 წლის ასაკში გაიცნო. წყვილი ერთად 3 ქალიშვილის ზრდიდა, ამიტომ ქმართან განშორება ადვილი არ იყო, თუმცა გაუმკლავდა. ახლა ირინას გული თავისუფალი არ არის, მაგრამ წარსულზე საუბარი დღემდე უჭირს.

კონკურენტ ქალზე ამბავი ირინას მაშინვე არ შეუტყვია. მელაძე მის სახელს დიდხანს მალავდა, თუმცა ცოლი ყველაფერს მიხვდა.

"ვალერი გამომიტყდა, რომ ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან, რომ მასთან ბავშვიც ჰყავდა. კითხვაზე "ვინ"
- არაფერი მიპასუხა.

მაგრამ ვინაობის დასადგენად სულ 20 წუთი დამჭირდა. ვხვდებოდი, რომ ალბინა ზედმეტად ღელავდა. მსგავსი ქცევის მიზეზი არ მესმოდა. იქ კოლექტივის სხვა წევრებიც იყვნენ, თუმცა მშვიდად იქცეოდნენ.

ჯანაბაევა კი ღელავდა, თვალები გაურბოდა, როცა ვუახლოვდებოდი ადგილზე შეშდებოდა.

როცა ეს გამახსენდა, ყველაფერი ნათელი გახდა. ალბინას ბავშვის შეძენაც მივულოცე. ასე მითხრეს, თითქოს მუსიკოსისგან, რომელიღაც სიმფონიური ორკესტრის მევიოლინესგან გააჩინა" - ჰყვება მიტოვებული ცოლი.

კონკურენტის ვინაობის გაგების შემდეგ ირინამ გაბედული ნაბიჯი გადადგა - მან ალბინას დაურეკა და საუბარი სთხოვა.

"მე მას დავურეკე. მოდი, ვილაპარაკოთ. ალბინამ კი უარი მითხრა" - იხსენებს ირინა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS