ამერიკელმა მსახიობმა, ბრუკ შილდსმა თაყვანისმცემლებს დაუმტკიცა, რომ ახალგაზრდა კოლეგებზე არანაკლებ კარგად გამოიყურება. საქველმოქმედო წვეულებაზე ის პიკანტურ სამოსში გამოჩნდა.
51 წლის მსახიობს, ნიუ-იორკში Tribeca Ball-ის საქველმოქმედო ვახშამზე შავი ფერის მოდური სმოკინგი და გამჭვირვალე ბოდე ეცვა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პიკანტური დეტალისა, ბრუკი ვულგარულად არ გამოიყურებოდა. პირიქით, მან შესანიშნავი სხეული და კარგი გემოვნება დაგვანახა.
ანა გარელი