04 აპრილი, 2017
35 წლის ბრიტნი სპირსი 23 წლის ბოიფრენდზე თხოვდება
მომღერალი ბრიტნი სპირსი და ფიტნეს-ტრენერი სემ ასგარი თითქმის 6 თვეა ერთმანეთს ხვდებიან. როგორც დასავლური მედია გვამცნობს, მომღერალი ყკვე მზადაა ბოიფრენდს ცოლად გაჰყვეს.

„23 წლის ასგარს 35 წლის ბრიტნი სპირსისთვის ხელი ჯერ არ უთხოვია, თუმცა ბრიტნის საქორწინო ბეჭედი უკვე შერჩეული აქვს და უახლოეს პერიოდში ბოიფრენდისთვის მის ჩვენებას აპირებს, იმ იმედით, რომ სემი მის მინიშნებას გაიგებს“ - ჰყვება წყარო.

შეყვარებულებმა ერთმანეთი კლიპის "Slumber Party" გადაღებაზე გაიცნეს. სემთან ურთიერთობის ინიციატივა ბრიტნიმ გამოთქვა და მას ნომერი სთხოვა.

თუმცა მომღერალმა
ფიტნეს-ინსტრუქტორს მხოლოდ 5 თვის შემდეგ დაურეკა. წყაროს ცნობით, რომანის დასაწყისში სპირსის ოჯახი ასგარს უნდობლად ეკიდებოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ვარსკვლავს საკუთარი პიარისთვის იყენებდა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS