04 აპრილი, 2017
სერიალის "დიდებული საუკუნე" ვარსკვლავი, ნებაჰათ ჩეჰრე მძიმედ ავადაა
თურქული მედია სერიალის "დედებული საუკუნე" ვარსკვლავის, 73 წლის ნებაჰათ ჩეჰრეს მძიმე დაავადებაზე ალაპარაკდა.

ასაკის მიუხედავად, მსახიობი შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯება. თავად ჰეჰრე ამაზე კომენტარს არ აკეთებს, ხოლო მასთან დაახლოებული პირის ცნობით დაავადება პროგრესირებადია და სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის.

Rating

მსახიობის მეგობრები, სასწრაფო სამედიცინო ჩარევას ურჩევენ, თუმცა ნებაჰათი მკურნალობაზე უარს ამბობს.

აღსანიშნავია, რომ თურქულ მედიაში მსახიობის ალცჰაიმერით დაავადების ამბავი პირველად 2013 წელს გავრცელდა, მაგრამ მაშინ ჩეჰრემ ეს ინფორმაცია უარყო.

ანა გარელი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS