29 მარტი, 2017
82 წლის იაპონელი ბებო, რომელიც დილით მზარეულად, ღამით კი დიჯეიდ მუშაობს
სამზარეულოდან საცეკვაო მოედანზე. 82 წლის იაპონელმა ქალმა ორმაგი ცხოვრება აირჩია. დღისით ბებო რესტორანში მზარეულობს, ღამით კი კლუბში საზოგადოების გართობაზე ზრუნავს.

სუმიკო ივამურო 60 წელია მზარეულად შეუსვენებლად მუშაობს.

თუმცა თვეში ერთხელ ის წინსაფარს იხსნის. დისკოტეკის დედოფალს ყველაზე მეტად შავი სათვალე, პარიკი და ფერადი სამოსი უხდება.

სუმიკო აზიის ყველაზე ასაკოვანი დიჯეია.

სუმიკო - ასეთია ქალის სასცენო სახელი - კლუბის სტუმრებს ართობს, რომლებიც მას შვილთაშვილებად ერგება.

ტექნო მუსიკა ბებომ რამდენიმე წლის წინ შეიყვარა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ქალმა სიმშვიდე
ხმაურიან წვეულებებზე იპოვა. ახლა 82 წლის სუმიკო დიჯეის პულტს თავდაჯერებულად მართავს მთელი ღამის განმავლობაში.

სუმიკო ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გვიანი არასდროსაა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS