28 მარტი, 2017
ვერა ბრეჟნევა ქმრისგან დუბაიში გაიქცა - ვარსკვლავების ქორწინებაში ბზარი გაჩნდა
ვერა ბრეჟნევას ძალიან უყვარს არდადეგების ოჯახთან ერთად გატარება, ამიტომ შვებულებისას თან ნათესავებიც მიჰყავს.

გასულ დღეებში მომღერალი დუბაიში გაფრინდა, სადაც კომპანიონობა ქალიშვილებმა, სონიამ და სარამ, დედამ თამარა ბრეჟნევამ და ახლო მეგობარმა გაუწიეს.

ჩაფრენისთანავე, ვერამ ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე მომღერალი თანმხლებ ადამიანებთან ერთადაა. კადრში კარგად ჩანს, რომ ბრეჟნევას უფროსი ქალიშვილი დედას უკვე სიმაღლეშიც უსწრებს. თაყვანისმცემლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ვერა და სონია ერთნაირად იმოსებიან.

აღსანიშნავია ასევე, რომ კონსტანტინე მელაძე ცოლთან ერთად დასასვენებლად არ იმყოფება, რამაც სოც.ქსელში აღელვება
გამოიწვია. როგორც ამბობენ კონსტანტინესა და ვერას ქორწინებაში ბზარი გაჩნდა.

თავად ვერა, მსგავს სიახლეებზე არ რეაგირებს და მიიჩნევს, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.

ანა გარელი

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მარი
ჭყონაგორა სადღაა
00:00 / 03-04-2017
გამოხმაურება / 0 /
თამრიკო
იფ, მე შენ გეტყვი და ცუდ ადგილას გაქცეულა... აი, მაშინ გამიკვირდებოდა, როცა დაწერდით:„ვერა ბრეჟნევა ქმრისგან ჭყონაგორაში გაიქცა“-ო. WOW
13:42 / 01-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS