13 ნოემბერი, 2013
''რომან პოლანსკი მკერდზე მეხებოდა და მეკითხებოდა: ''მოგწონს?''
სამანტას სახელი მთელმა ქვეყანამ გაიგო, თუმცა ასეთ პოპულარობაზე ნამდვილად არ უოცნებია. პოლანსკი შტატებიდან გაიქცა და ევროპაში განაგრძობდა ფილმების გადაღებას ამერიკაში გამოვიდა წიგნი, სამანტა გეიმერის მოგონებები - სწორედ იმ გოგონასი, რომელთანაც ერთ დროს, მისდა საუბედუროდ, ცნობილმა რეჟისორმა სექსუალური კავშირი დაამყარა.

1977 წელს სამანტა გეიმერი, რომელიც ამჟამად 49 წლისაა და ქმარ-შვილი ჰყავს, 13 წლის იყო და როგორც მისი ასაკის ბევრი გოგონა, დიდებისკენ მიისწრაფოდა. სწორედ ამ დროს მოხდა უსიამოვნო ინციდენტი - პატარა სამანტა რომან პოლანსკიმ აცდუნა.

სამანტას სახელი
მთელმა ქვეყანამ გაიგო, თუმცა ასეთ პოპულარობაზე ნამდვილად არ უოცნებია. პოლანსკი შტატებიდან გაიქცა და ევროპაში განაგრძობდა ფილმების გადაღებას, მისი რეპუტაცია და კარიერა სერიოზულად დაზარალდა. ამერიკაში ჩასვლა დღემდე არ შეუძლია, რადგან იქ აუცილებლად დააპატიმრებენ.

სამანტას წიგნს ''გოგონა'' ჰქვია. მისი მონაყოლის მიხედვით, 43 წლის პოლანსკი მაშინ გოგონას ეძებდა ჟურნალ ''ვოგისთვის'' . სამანტას დედამ პოლანსკი ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო და თავისი ქალიშვილის ნახვა შესთავაზა. ''საყოველთაო აღიარებით, სასიამოვნო გარეგნობის გოგო ვიყავი, მაგრამ განსაკუთრებული ისეთი არაფერი მქონდა.

ჩვენთან სახლში მოსული რომანი ჩემით დაინტერესდა. საინტერესოა, მართლა ეძებდა მოზარდ გოგონებს ფოტოსესიისთვის თუ ეს საბაბი იყო?'' - კითხულობს სამანტა.

10 მარტს პოლანსკიმ სამანტას სახლში გაუარა. სტუმრად წავიდნენ მსახიობ ჟაკლინ ბისესთან, რომელმაც სამანტას ცოტა ალკოჰოლი დაუსხა. მერე ნანობდა, რომ მცირეწლოვანს შესთავაზა სასმელი - ის თურმე აზრზეც არ იყო, რამდენი წლის იყო გოგონა.

პოლანსკიმ რამდენიმე ფოტო გადაიღო, მერე კი თავისი მეგობრის ჯეკ ნიკოლსონის ვილაზე წაიყვანა, უკეთესი ფოტოების გადასაღებად. ჯეკი მაშინ იქ არ იყო. მანქანაში სამანტას დაწვრილებით გამოჰკითხა, ჰყავდა თუ არა მეგობარი ბიჭი, ჰქონდა თუ არა სექსი...

''უცნაური შეკითხვა იყო. ვუპასუხე, რომ კი. ეს მართალი იყო და არ მინდოდა, ჩემზე ისე ეფიქრა, როგორც ბავშვზე'' . ვილაში პოლანსკიმ გოგონას კიდევ მეტი შამპანური დაალევინა, სხვადასხვა კაბის ჩაცმას სთხოვდა ფოტოებისთვის და ისიც არ აპროტესტებდა.

მერე შამპანურთან ერთად კვაალიუდიც დაალევინა, დამამშვიდებელი საშუალება, რომელსაც ადრე ნარკოტიკის სახით იყენებდნენ. თავად პოლანსკიმაც გადაყლაპა ნახევარი აბი... მერე ჯაკუზიში ჩასვლა შესთავაზა.

გოგონასაც არ გაუპროტესტებია, ის ოცნებობდა, მერილინ მონროსავით თავისუფალი ყოფილიყო. რამდენიმე ფოტოს გადაღების შემდეგ წყალში რეჟისორიც ჩავიდა. მერე კი გოგონას ყველაფერმა ერთად შეუტია: ორთქლმა, სიცხემ, ალკოჰოლმა, აბმა და პანიკამ.

პოლანსკის მოატყუა, რომ ასთმა ჰქონდა და სასწრაფოდ უნდა წასულიყო სახლში. მანაც უპასუხა, რომ წაიყვანდა, ოღონდ მაშინვე არ წაუყვანია. ჯერ დაინტერესდა, როდის ჰქონდა ბოლო ციკლი და იღებდა თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. და მერე გოგონას დაეუფლა...

შემდეგ გოგონა სახლში წაიყვანა. მის მშობლებს რამდენიმე ტოპლესფოტოც კი აჩვენა, რამაც გოგონას მშობლები გააცოფა და რეჟისორი სახლიდან ლანძღვა-გინებით გამოისტუმრეს. მოვლენების შემდგომი განვითარება კი ყველასთვის ცნობილი გახდა.

პოლანსკი დააპატიმრეს, დიდხანს იძიებდნენ საქმეს, საბრალო სამანტას სასამართლოებში დაატარებდნენ, შეშინებულმა რეჟისორმა კი, რომელიც დროებით გამოუშვეს, ბრიტანეთს შეაფარა თავი.

იქიდან საფრანგეთში გაემგზავრა და სამანტას ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხადა კომპენსაციის სახით. 2009 წელს წერილიც მისწერა: ''საყვარელო სამანტა, მინდა იცოდე, რა საშინლად ვნანობ, რომ ასეთი გავლენა მოვახდინე შენს ცხოვრებაზე... იმედი მაქვს, შენი ოჯახი ბევრ ბედნიერ დღეს მოგიტანს'' .

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS