23 მარტი, 2017
ვალერი მელაძემ საკუთარი 5 შვილის მკაცრ აღზრდაზე ისაუბრა - "ამ საკითხში ძალიან კონსერვატიული ვარ"
ვალერი მელაძე შოუს "საბავშვო ახალი ხმა" ახალი მენტორი გახლავთ, ამიტომ ინტერვიუში საკუთარი 5 შვილის აღზრდაზე ისაუბრა. მისი უმცოსი ვაჟი, ლუკა ჯერ 3 წლისაც არ არის. მომღერალი გამოტყდა, რომ საკმაოდ მკაცრი მამაა.

"უმცროსი ვაჟი იმ ასაკშია, როცა მასთან მხოლოდ თამაშია შესაძლებელი და უნდა დაიცვა. მინდა ბავშვებს, რაც შეიძლება მეტი სითბო ვაგრძნობინო და ამისგან არასდროს ვიღლები, მაგრამ ასეთ მცირეწლოვანსაც კი უნდა აუხსნა ცუდი და კარგი."

არტისტი განმარტავს, რომ მშობლებმა შვილებს ხშირად უნდა აუხსნან, როგორ მოიქცნენ ხალხში და
მამაცურად გადალახონ ყველა დაბრკოლება. ვალერი ვაჟებს ასწავლის, ძლიერები იყვნენ ნებისმიერ სიტუაციაში.



პატარა ლუკა, თითქმის არასდროს ჭირვეულობს, რაც მამის აღფრთოვანებას იწვევს.

მელაძის უფროსი ვაჟი, მამას სკოლის წარმატებებით ახარებს. 13 წლის კონსტანტინეს ზუსტი მეცნიერება იტაცებს.

"კონსტანტინე დაინტერესებულია ტექნიკით, ელექტროენერგიით, თესლას გამოცდილებით, გენიალური სტივენ ჰოკინგის რამდენიმე წიგნი წაიკითხა. თანაც იცის უცხოენები. მისით შემიძლია კმაყოფილი ვიყო. ერთი განახათ როგორი მაღალია, ამიტომ უკვე დიდიხანია, როგორც ბავშვს აღარ ვუდგები. თუმცა საკუთარ თავს მაინც ვახსენებ, რომ მთლად ზრდასრულივით ვერ მოვექცევი. მაგ: როცა თამამდება, შემიძლია შენიშვნა მივცე".

რაც შეეხება უფროს ქალიშვილებს, მომღერალი მათ ყოველთვის უკრძალავდა ქუჩაში ან სკოლაში შეღებილი სიარულს.

"ვფიქრობ, ბავშვები ბავშვებად უნდა დარჩნენ. სკოლაში, მაღალკლასებშიც კი, გოგონები არ უნდა იღებებოდნენ. შეიძლება სისულელეები გააკეთონ, თუ მოესურვებათ, მაგრამ მხოლოდ სახლში. ქუჩაში ასე გასვლა არ შეიძლება. ქალიშვილებს ამისთვის ყოველთვის ვაკრიტიკებდი და ვუშლიდი. ამ საკითხში ძალიან კონსერვატიული ვარ".

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კარგია
ყოჩაღ ბატონო ვალერი!
08:51 / 26-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS