The Hill-ის ცნობით, თეთრ სახლში ის ივნისში გადავა.
გამომცემლობის მიხედვით, ეს ყველაფერი ბერონის სწავლას უკავშირდება და სკოლის სასწავლო წლის დამთავრებას ელოდებიან.
ამ სიტუაციაში გარკვეული გამომცემლობის წყაროები იმ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურებიან, რომლის მიხედვით მელანია ტრამპი ვაჟთან ერთად ნიუ-იორკში განუსაზღვრელი ვადით დარჩება და ირწმუნებიან, რომ „ისინი ვაშინგტონში აუცილებლად გადავლენ“.
წერენ იმასაც, რომ ოჯახმა ვაშინგტონში სკოლა უკვე შეარჩია, სადაც ბერონი ივლის.
ანა გარელი