ვალერიამ ინსტაგრამზე, რომის ფონზე იოსიფთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "14 წლის წინ ერთმანეთი გავიცანით და ჩვენთვის სრულიად სხვა, საერთო ისტორია დაიწყო. რა რომანტიკულია ამ თარიღის მშვენიერ რომში, ამ მარადიულ ქალაქში აღნიშვნა, რომელიც დღემდე უცვლელია".
უდავოა, რომ ვალერიასა და იოსიფის მოგზაურობა შედგა. თუმცა, მოსკოვში დაბრუნებულ ვალერიას მოულოდნელი სიურპრიზი ელოდა.
მომღერალს ყოფილმა ქმარმა, მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, ლეონიდ იაროშევსკიმ თავი
შოუს "პირდაპირი ეთერი" სტუდიაში იაროშევსკიმ საკუთარ წიგნზე ისაუბრა, სადაც ვალერიაზე წერს, თუ როგორ გამოიყენა ის მომღერალმა, შემდეგ კი მიატოვა. ის ასევე დარწმუნებულია, რომ ყოფილმა ცოლმა უღალატა და ალექსანდრ შულგინს ხვდებოდა.
ყველა ბრალდებას მომღერალმა მოკლედ უპასუხა: "ყველაფერი სწორად გავაკეთე. ძალიან მიხარია, რომ მაშინ შენგან წავედი". ამ ამბავს ვალერიას თაყვანისმცემლებიც გამოეხმაურნენ და ინსტაგრამზე მხარი დაუჭირეს.
შეგახსენებთ, რომ მეორე ქორინებიდან ვალერიას 3 შვილი -24 წლის ანა, 23 წლის არტიომი და 19 წლის არსენი ჰყავს.
წინა ურთიერთობებიდან 3 შვილი ჰყავს იოსიფსაც - 28 წლის დიმიტრი, 20 წლის დანაია და 18 წლის ელიზავეტა.
ანა გარელი