17 მარტი, 2017
ქეით მიდლტონი განქორწინებისთვის ემზადება + ვიდეო
პრინცი უილიამი სხვა ქალის კოცნაში გამოიჭირეს. ვინ იფიქრებდა, რომ პრინცის უწყინარი დასვენება ალპებში,  სამეფო ოჯახში დიდი სკანდალით დამთავრდებოდა.

ყველაფერში დამნაშავე გახდა ვიდეო, რომელიც შვეიცარიის ბარშია გადაღებული და სადაც ელიზაბედ II -ის შვილიშვილია გადაღებული.

უწყინარი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც პრინცი მოუხერხებლად ცეკვავს, გაჩნდა ინფორმაცია, რომ არსებობს ვიდეო, სადაც ის უცნობ ქერა ლამაზმანს კოცნის.

ამ სენსაციური განცხადების მთავარ წყაროდ ასახელებენ ბუკინგემის სასახლის ფოტოგრაფს, სწორედ მის ტვიტერზე აიტვირთა პირველად ვიდეო, რომელიც მიანიშნებს, რომ სამეფო ოჯახის წევრის შესახებ საზოგადოებისთვის
მალე ყველაფერი ნათელი გახდება.

ჟურნალისტებს მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ გამოიცნონ, როგორი იქნება სამეფო ოჯახის რეაქცია, თუ ფოტოგრაფის პროგნოზი გამართლდება.

Rating

ინსაიდერების ინფორმაციით ქეით მიდლტონი ძალიან გულდაწყვეტილია ქმრის საქციელით და მათი ოჯახის მომავალზე ნერვიულობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიამ ყველა შეხვედრა გადადო და თავის რეზიდენციას ტოვებს. სამეფო ოჯახის წარმომადგენლების თქმით ძალიან მალე პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის დაშორება ოფიციალურად დადასტურდება ან პირიქით, განაცხადებენ, რომ მათ ოჯახში ყველაფერი კარგადაა. 



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS