ყველაფერში დამნაშავე გახდა ვიდეო, რომელიც შვეიცარიის ბარშია გადაღებული და სადაც ელიზაბედ II -ის შვილიშვილია გადაღებული.
უწყინარი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც პრინცი მოუხერხებლად ცეკვავს, გაჩნდა ინფორმაცია, რომ არსებობს ვიდეო, სადაც ის უცნობ ქერა ლამაზმანს კოცნის.
ამ სენსაციური განცხადების მთავარ წყაროდ ასახელებენ ბუკინგემის სასახლის ფოტოგრაფს, სწორედ მის ტვიტერზე აიტვირთა პირველად ვიდეო, რომელიც მიანიშნებს, რომ სამეფო ოჯახის წევრის შესახებ საზოგადოებისთვის
ჟურნალისტებს მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ გამოიცნონ, როგორი იქნება სამეფო ოჯახის რეაქცია, თუ ფოტოგრაფის პროგნოზი გამართლდება.
ინსაიდერების ინფორმაციით ქეით მიდლტონი ძალიან გულდაწყვეტილია ქმრის საქციელით და მათი ოჯახის მომავალზე ნერვიულობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიამ ყველა შეხვედრა გადადო და თავის რეზიდენციას ტოვებს. სამეფო ოჯახის წარმომადგენლების თქმით ძალიან მალე პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის დაშორება ოფიციალურად დადასტურდება ან პირიქით, განაცხადებენ, რომ მათ ოჯახში ყველაფერი კარგადაა.