16 მარტი, 2017
„მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ექთანი“ ზედმეტად თამამი ფოტოებისთვის გააკრიტიკეს
ტაივანის მცხოვრები, კარინა ლინი ინტერნეტის ვასრკვლავი მომხიბვლელი და სექსუალური გარეგნობის წყალობით გახდა. გოგონა პროფესიით ექთანი გახლავთ. თამამი ფოტოების გამო კი მას „მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ექთანს“ უწოდებენ.

თუმცა, Daily Mail-ის ცნობით, გოგონას პუბლიკაციებით აღფრთოვანებული ყველა არ არის და ინსტაგრამზე ხშირად აკრიტიკებენ.

23 წლის ლინი მოთმენას არ აპირებს და არაკეთილმოსურნეებს მიმართავს, რომ მათ უბრალოდ მისი შურთ.

კარინა დაწმუნებულია, რომ მისი გაკრიტიკების მიზეზი ისაა, რომ ლინი კრიტიკოსებზე „გაცილებით მდიდრული“ ცხოვრებით ცხოვრობს.

„ფოტოებს სახელის მოსახვეჭად არ ვიღებ. მე ვარ
ის, ვინც ვარ და ვაკეთებ იმას, რაც მაბედნიერებს. ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ და თავს განსაკუთრებულად არ მივიჩნევ“ - ამბობს გოგონა.

ანა გარელი

Rating

RatingRatingRatingRatingRating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS