67 წლის ალა პუგაჩოვამ კიდევ უფრო ახალგაზრდული იმიჯით კვლავ გაოცება გამოიწვია
მომხიბვლელი გარეგნობით ალა პუგაჩოვამ საზოგადოება კიდევ ერთხელ მონუსხა. მომღერალი მოსკოვში გამართულ მოდის კვირეულზე ახალ ფეხსაცმელებსა და ჩანთებს წარმოადგენდა. პრიმადონამ დიზაინერობა პირველად 20 წლის წინ სცადა.
წვეულებაზე ალა მეუღლესთან, მაქსიმ გალკინთან ერთად გამოჩნდა. გამოსასვლელად მომღერალმა თეთრი, ჰაეროვანი კაბა და შავი ბლუზი შეარჩია.
თავის სტილს მან მასიური აქსესუარები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და საფირმო ხვეული თმა მოარგო.