15 მარტი, 2017
ტყუპი დები ერთ მამაკაცზე თხოვდებიან
ბევრი ტყუპი ცდილობს ერთმანეთისგან მაქსიმალურად განსხვავდებოდნენ, თუმცა 31 წლის დები, ანა და ლუსი დესინკები ათასობით დოლარს ხარჯავენ ერთნაირი პლასტიკური ოპერაციებისთვის, სურთ ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. ორი ადამიანი ერთი ცხოვრებით ცხოვრობს და ერთ მამაკაცზე გათხოვებასაც აპირებენ.

მშობლიურ ავსტრალიაში ტყუპი დები ძალიან პოპულარულები არიან და სხვადასხვა შოუებში იწვევენ. ცოტა ხნის წინ ანამ და ლუსიმ განაცხადეს, რომ საერთო საყვარელ მამაკაცზე, ბენზე აპირებენ გათხოვებას.


Rating




მამაკაცს ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დები ირწმუნებიან, რომ ბენს ისინი ერთნაირად უყვარს.
მეტიც, დები
დესინკები ბავშვის ერთდროულად გაჩენაზე ოცნებობენ.

„უბრალოდ ერთდოულად დაფეხმძიმება გვჭირდება. ამისთვის, შესაძლოა ხელოვნური განაყოფიერებაც გავიკეთოთ. გვესმის, რომ ჩვენი შვილები ერთმანეთისთვის არა მხოლოდ დეიდაშვილები, არამედ დები ან ძმები იქნებიან. კრიტიკისთვის მზად ვართ“ - განაცხადეს დებმა The Sun-თან ინტერვიუში.

სოციალურ ქსელებში უარყოფითი გამოხმაურებების მიუხედავად, ტყუპი დები Twitter, Instagram-სა და Facebook-ის გაუქმებას არ აპირებენ.

ანა გარელი
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
:))))
ქმარი აშკარად არ იქნება წაგებულ პოზიციაში! :))))))))
17:32 / 19-03-2017
გამოხმაურება / 0 /
თემური
საწყალი კაცი! ჯერ ერთი ეგეთი ცოლი რა არის და ეხლა ორი? თუმცა არა, ეგონება, რომ ერთი ყავს. არის ავსტრალიელი - ე.ი. არის ევროპელი! ჩვენც გვინდა ავსტრალიაში, პარდონ, ევროპაში!
12:06 / 17-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS