ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების შემდეგ, მედიის მთელი ყურადღება მათი შვილების მეურვეობის საკითხზეა გადატანილი. ამბობდნენ, რომ ანჯელინას ყოფილი ქმრის გასამწარებლად, ბავშვების ლოს-ანჯელესიდან დიდ ბრიტანეთში გადაყვანა სურდა. თუმცა, ვიდრე საბოლოო გადასახლება დამტკიცდება, ჯოლი შვილებთან ერთად მსოფლიოს გარშემო, საქმიანი ვიზიტით მოგზაურობს.
ლონდონში, მორიგი ვიზიტის დროს, ანჯელინამ შაილოსთან, ნოკსთან და ვივიენთან ერთად ქალაქში გაისეირნა.
ფოტოგრაფებმა მსახიობი შოპინგის დროს გადაიღეს. მედიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჯოლი ძალიან კარგ განწყობაზე იყო და ბრწყინვალედ მოიყურებოდა. მას სპილოს ძვლის ფერის კაბა, ელეგანტური
მოსაცმელი და "ნუდ" სტილის კლასიკური ფეხსაცმელი ეცვა.
ანა გარელი