14 მარტი, 2017
ცნობილი მსახიობის, კონსტანტინ ხაბენსკის ცხოვრების სიყვარული და ტრაგედია
8 წლის წინ მსახიობის პირველი ცოლი გარდაიცვალა. მათი სიყვარულის ამბავი ნამდვილად ღირს გასახსენებლად.

მოსკოველი ანასტასია, მეგობრებთან ერთად სანკ-პეტერბურგში სასეირნოდ ჩავიდა. თეატრთან ახლო მდებარე კაფეში, კონსტანტინემ მომხიბვლელი ანასტასია შენიშნა, სადაც მისი გაცნობა და სპექტაკლზე დაპატიჟება გადაწყვიტა. გოგონამ უარი განაცხადა, რადგან აღმოჩნდა, რომ საღამოს მოსკოვში ბრუნდებოდა. ხაბენსკის ნასტია იმდენად მოეწონა, რომ სცადა დარჩენაზე დაეთანხმებინა. ანასტასიამ ბილეთი დააბრუნა.

ეს 1999 წლის მაისში მოხდა. ამის შემდეგ 1 წლის მანძილზე ერთმანეთს ეხმიანებოდნენ და პიტერსა და მოსკოვს შორის ცხოვრობდნენ.

თავდაპირველად, ნასტიას მშობლები
ქალიშვილის არჩევანით უკმაყოფილოები იყვნენ. არ მოსწონდათ მსახიობი, რომელიც კრიმინალურ სერიალებში მონაწილეობდა. ხოლო, როცა ისინი თეატრში კონსტანტინეს სპექტაკლს დაესწრნენ, მიხვდნენ, რომ ხაბენსკი კარგი მსახიობი იყო. თანაც, კოსტიას ნასტია ძალიან უყვარდა და უფრთხილდებოდა.

2000 წლის 12 იანვარს წყვილმა იქორწინა.
ანასტასია ჟურნალისტი იყო და რადიოში მუშაობდა. ხაბენსკის ცოლი საკმაოდ მოწესრიგებული და მშვიდი აღმოჩნდა. ის ინტერიუებს არ იძლეოდა და ქმართან ერთად ჟურნალების გარეკანზე არ ჩნდებოდა.სანაცვლოდ მასთან ერთად გადაღებებსა და ფილმებისს პრემიერაზე დადიოდა. ის მშვიდად და სკანდალების გარეშე იტანდა ქმრის "ღალატზე" გავრცელებულ ყოველ მორიგ ჭორს. არასდროს გამოხატავდა აგრესიას, თუნდაც მათ მიმართ, ვინც მის ქმარს სადარბაზოსთან უსაფრთებოდა. კონსტანტინე კი ერთგული და მოსიყვარულე ქმარი გახლდათ, რომელიც ეჭვიანობის საბაბს არ აძლევდა.


Rating



ბრძოლა სიცოცხლისთვის
როცა ანასტასია დაფეხმძიმდა, პირველ თვეებში მას ნაყოფის შესანარჩუნებლად საავადმყოფოში დაწოლა მოუხდა. ვაჟის, ვანიას დაბადების შემდეგ ანასტასიას მდგომარეობა დამძიმდა. ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც თავში სიმსივნე აღმოუჩინეს. ახალგაზრდა ქალს სიმსივნე ამოკვეთეს და ქიმიოთერაპია დაუნიშნეს.

კონსტანტინე ხაბენსკიმ მეუღლის გადასარჩენად ყველაფერი იღონა. ცოლი ლოს-ანჯელესის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ძვირადღირებულ მკურნალობას გადიოდა. მსახიობი რუსეთში ბრუნდებოდა, სადაც ახალ ფილმებსა და რეკლამებში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერ სამსახურს თანხმდებოდა, რადგან მეუღლის მკურნალობა ძვირი უჯდებოდა. ხოლო, როცა თანხა აღარ ჰყოფნიდა, მეგობრებისგან სესხულობდა.

ხაბენსკი ცოლთან გამუდმებით მიფრინავდა. ფსიქოლოგის რჩევით, მსახიობს ნასტიასთან პალატაში მათი ვაჟიც მიჰყავდა. თუმცა, ანასტასიას ვერც ფული და ვერც ზრუნვა დაეხმარა. ის 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კონსტანტინე ხაბენსკიმ ანასტასიას ხსოვნისთვის, საქველმოქმედო ფონდი დააარსა და უკვე 8 წელია, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარება.
Rating
"დღესდღეობით ქველმოქმედება, ალბათ ერთადერთია, სადაც ადამიანები საკუთარი ამბიციების რეალიზებას და გარკვეული მიზნების მიღწევას არ ცდილობენ, გარდა ერთისა, რასაც ადამიანის უანგაროდ დახმარება ჰქვია. ჩვენი ფონდი თავის ტვინის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. ნებისმიერი, ყველაზე მცირე შემოწირულობაც კი, ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე ხომ ფასდაუდებელია" - განმარტავს ხაბენსკი.

ანასტასიამ გარდაცვალებამდე სხვა მძიმედ დაავადებული ხალხისთვის ფულის გადაცემა მოასწრო.

ცხოვრებაში კონსტანტინე ხაბენსკი საკმაოდ მოკრძალებული ადამიანია. ის პოპულარობაზე არ არის ორიენტირებული, იცვამს უბრალოდ, მანქანებსა და მოდურ მოწყობილობებს ხელთათმანებივით არ იცვლის.

ახლა მსახიობი ბედნიერია მეორე ქორწინებაში. მან 2013 წელს ასევე მსახიობ ოლგა ლიტვინოვაზე იქორწინა.

Rating
















ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS