14 მარტი, 2017
+ ზომის მოდელი ეშლი გრემი ფოტოსესიაში "მალიბუს მაშველების" სტილში გადაიღეს - "მიყვარს ჩემი სხეული და არ მრცხვენია სავსე ფორმებისა და ცელულიტების"
28 წლის plus-size მოდელი, ეშლი გრემი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არასტანდარტული მოდელია.

მიუხედავად სავსე ფორმებისა და სხვა რამდენიმე ნაკლისა, რაზეც თავად ეშლიც ღიად საუბრობს, მოდელი თამამად ახდენს სხეულის დემონსტრირებას.

რამდენიმე დღის წინ, გრემი საცურაო კოსტიუმების ბრენდის Swimsuits For All ახალი კოლექციის ფოტოსესიაში გადაიღეს.

ეშლი 90-იანი წლების პოპულარული სერიალის "მალიბუს მაშველების" სტილში პოზირებდა.

ამ კადრების წყალობით თაყვანისმცემლებმა "ორიგინალური" ეშლის დანახვა შეძლეს. საკუთარ ინსტაგრამზე, მოდელმა თავად გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მის სხეულზე კარგად ჩანს ცელულიტები.

"დაკავებული ვარ სპორტით.
ვცდილობ, სასარგებლო საკვები მივიღო. მიყვარს ჩემი სხეული და არ მრცხვენია სავსე ფორმებისა და ცელულიტების. და არც თქვენ უნდა გრცხვენოდეთ" - წერს ეშლი.

ეშლი გრემი ხშირად მიმართავს გოგონებს, რომ თავი ისეთი უნდა უყვარდეთ, როგორებიც არიან და სილამაზის იდეალურ სტანდარტებს არ უნდა მისდევდნენ.

ანა გარელი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
***
ფუ
16:05 / 14-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS