13 მარტი, 2017
სერიოზულად დაავადებულმა დიმა ბილანმა თავი გადაიპარსა და საზოგადოება შოკში ჩააგდო
ცოტა ხნის წინ, დიმა ბილანის სერიოზული ავადმყოფობის ამბავი გავრცელდა. მან წონაში 12 კგ დაიკლო. მომღერალს ხერხემალზე 5 თიაქარი აქვს, რომლებიც ნერვს აზიანებს და საშინელ ტკივილებს იწვევს.

ექიმები ვარსკვლავს ქირურგიულ ჩარევას ურჩევენ, თუმცა დატვირთული რეჟიმის გამო ჯერჯერობით კონსერვატიულ მკურნალობას მიმართავს. დიმას ჯოჯოხეთური ტკივილების გამო დაძინებაც არ შეეძლო.

თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი, ბილანის ონკოლოგიურ დაავადებებზეც ეჭვობდა, რადგან წონაში საგრძნობლად დაიკლო, ახლა კი თავიც გადაიპარსა.

როგორც ამბობენ, მომღერალმა თავი მხოლოდ ახალი კლიპის "Лабиринты" გადაღებებისთვის გადაიპარსა, რომელსაც ნორვეგიაში გადაიღებენ.

ანა
გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS