13 მარტი, 2017
კრიშტიანუ რონალდუ ტყუპების მამა გახდება
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მალე მრავალშვილიანი მამა გახდება. მედიის ცნობით კრიშტიანუ ტყუპებს ელოდება.

მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, რომ ფეხბურთელი უახლოეს მომავალში ესპანელი მოდელის, ჯორჯინა როდრიგესის ცოლად შერთვას აპირებდა, ბავშვებს არა ჯორჯინა, არამედ სუროგატი დედა გაუჩენს, ისევე როგორც პირველი შვილის, ქრიშტიანუ-უმცროსის შემთხვევაში.

წყარო აღნიშნავს, რომ რონალდუს ნათესავები ოჯახში მატებას მოუთმენლად ელიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს ფეხბურთელის დედა, მარია დოლორეში აღზრდის.

წყაროების ცნობით, მოდელებთან რომანების რეკორდსმენის გულის დამონება, მხოლოდ ჯორჯინა როდრიგესმა შეძლო - წყვილის ქორწილი 2018 წლის ზაფხულში იგეგმება.

ანა
გარელი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS