08 მარტი, 2017
90 წლის ელისაბედ II – მ ცხენით გაისეირნა
The Telegraph-ი გვამცნობს, რომ ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ II-მ, რომელიც გასულ წელს 90 წლის გახდა, ცხენით გაისეირნა.

აღნიშნავენ, რომ დედოფალი უინძორის სასახლესთან ახლოს სეირნობდა და მეტიც, ის ცხენზე ყოველგვარი დამცავი ჩაფხუტის გარეშე იჯდა.

როგორც გამომცემლობა გადმოგვცემს, ელისაბედ II სპეციალურ ჩაფხუტზე ყოველთვის უარს ამბობს, რადგან ვარცხნილობის გაფუჭება არ სურს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის დედოფლის 91-ე დაბადების დღემდე ერთი თვე დარჩა, თუმცა საყვარელ ჰობიზე უარის თქმას მაინც რ აპირებს.

ანა გარელი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS