მომღერალი და კომპოზიტორი ჯორჯ მაიკლი ბუნებრივი მიზეზების გამო გარდაიცვალა. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზებზე ოქსფორდშირის უფროსმა გამომძიებელმა, დარენ სოლტერმა ისაუბრა.
"ჯორჯ მაიკლის სიკვდილის მიზეზების კვლევა დასრულებულია და საბოლოო ვერდიქტიც გამოიტანეს. მომღერალი მიოკარდიუმის ანთებასთან ერთად კარდიომიოპათიითა და ღვიძლის გაცხიმოვნებით გარდაიცვალა" - განაცხადა სოტლერმა.
გამომძიებლის თქმით, მაიკლის გარდაცვალების სხვა მიზეზები არ სახელდება. მან მედიასა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ მაიკლის ოჯახითვის ასეთ რთულ პერიოდში, დაიცვან კონფიდენციალურობა.
2016 წლის 25 დეკემბერს 53 წლის ჯორჯ მაიკლი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ანა გარელი