07 მარტი, 2017
ბიონსეს 5 წლის ქალიშვილი ფილმის პრემიერაზე 26 ათას დოლარიანი კაბით გამოჩნდა
ლოს-ანჯელესში ფილმის "მზეთუნახავი და ურჩხული" პრემიერაზე, ემა უოთსონისა და დენ სტივენსონის მხარდასაჭერად ჰავიერ ბარდენი, მეთ დეიმონი და სხვა უამრავი ვარსლვლავი მივიდა. ბიონსე ოჯახთან ერთად იქ არავის შეუნიშნავს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფილმის პრეზენტაციაზე ნამდვილად იყვნენ.

პრემიერაზე გადაღებული ფოტოები ბიონსეს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. ფილმის ჩვენებისთვის მომღერალმა Gucci-ის კაბა შეარჩია. ქალიშვილის, ბლუ ავის კაბა, რომელიც ბიონსეს კაბას ეხამებოდა, 26 ათას დოლარადაა შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ბიონსემ ტყუპებზე ფეხმძიმობის ამბავი გვამცნო.

ანა გარელი

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS