ძალიან ბევრი წყვილი წყვეტს გახდეს მშობელი სუროგატი დედების დახმარებით. მათ შორის - ვარსკვლავებიც, რომლებიც არ მალავენ, თუ როგორ გაუჩნდათ შვილები.
ნიკოლ კიდმანი
თებერვალში ნიკოლ კიდმანმა თავის 6 წლის გოგონას, ფეიტ მარგარეტს თავისი სუროგატი დედა გააცნო. კიდ ურბანთან დაქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ნიკოლმა გოგონა სანდეი როუზი გააჩინა, მეორე შვილი 2010 წელს მათ ოჯახში გაჩნდა. წყვილი არ მალავდა, რომ სუროგატი დედის დახმარებით ისარგებლეს.
ელისაბედ ბრენქსი
მსახიობი ელისაბედ ბრენქსი ორი ვაჟის - ფელიქსი და მაგნუსი - დედაა. ორივე სუროგატმა დედამ გაუჩინა. მათ ელისაბედი ოჯახის წევრებად თვლის და ხშირად უხდის მადლობას, რომ მათი დახმარებით დედა გახდა.
46 წლის მსახიობი აგვისტოში პირველად გახდა დედა. შვილის ყოლა ყოველთვის უნდოდა, მაგრამ ვერ ფეხმძიმდებოდა. დედობას სუროგატი დედის დახმარებით მიაღწია. ვაჟს როკველ ლლოიდ ლუისი დაარქვა.