03 მარტი, 2017
რატომ ვერ იტანდნენ კლასელები და რა განსხვავებაა ქმრებს შორის – ნატალია ვოდიანოვას გულახდილი ინტერვიუ
ნატალია ვოდიანოვამ ორიოდე დღის წინ 35 წლის იუბილე აღნიშნა და "გარდიანს" მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ბევრ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის თავის სიღარიბეზე, ქმრებსა და შვილებზე.

- სიღარიბე გაიძულებს, თავი დამცირებულად იგრძნო. გგონია, რომ რაღაც ისე არ გაქვს, განსაკუთრებით, ბავშვობაში.

ხედავ სხვა ბავშვებს, ბედნიერებს და გგონია, რომ ეს ძალიან მაგარია. ოცნებობ, იყო ვიღაც სხვა... ალბათ ამ განცდების გამოც გავხდი მოდელი და ადვილად მოვირგე სხვების სამოსი და როლები, - ასე იხსენებს ნატალია ღარიბულ წარსულს, - სკოლაში,
ნიჟნი ნოვგოროდში, კლასელი ბიჭები ვერ მიტანდნენ. ძალიან გამხდარი ვიყავი, რადგან პრაქტიკულად სულ მშიერი დავდიოდი.

ჯოხს მეძახდნენ. დამცინოდნენ ჩემი დაიკოს ავადმყოფობის გამო (ნატალიას უმცროს დას ცერებრალური დამბლა და აუტიზმი აქვს - რედ.) და ბინძურს მეძახდნენ.

... საოცარი ინტუიცია მაქვს, რომელიც მეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში. პარიზში 17 წლისა წავედი, თუმცა პრაქტიკულად იმავე დღეს გამოვიცვალე აგენტი, რომელმაც ჩასვლისთანავე გამგზავნა კლუბში, სადაც რამდენიმე მამაკაცი იყო და მივხვდი, რასაც მიპირებდა. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS