03 მარტი, 2017
ვიქტორიას სეკრეტის მოდელები ქართველი დიზაინერებით მოიხიბლნენ - "ალბათ სტრიჯი განვითარებადი ქვეყნების დიზაინერებზე გადაერთო..."
ქართველი დიზაინერები ვიქტორია'ს სეკრეტის რჩეულ დიზაინერებს შორის მოხვდნენ. "საერთაშორისო მოდის სამყაროს დღითი-დღე ემატება უფრო და უფრო მაღალი კლასის მოდელები ამ ქვეყნიდან. ამ პატარა ქვეყნისთვის მოდის თვე დიდი, მნიშვნელოვანი მომენტი იქნება."- წერს ვოგი.

ვიქტორიას სეკრეტის ანგელოზი რომი სტრიჯდი მოსჩინოსა და ფილოსოფის პოდიუმზე მოგვევლინა წინა კვირაში გასაოცარ, ახალ ტყავის წითელ ქურთუკში. მთავარი ნაწილი, რომელიც მოგვაგონებს უმა თურმანს შეიარაღებულ როლში, ფილმში "მოკალი ბილი", იყო ქართველი დიზაინერი, თამუნა ინგოროყვას 2016 წლის კოლექციიდან. მოდელმა გაამძაფრა თავისი მომაკვდინებელი სტილი ფერთა წყვილების
თამაშით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით.

კავკასიის ქვეყანაში , რაც დრო გადის უფრო და უფრო სერიოზულდება და იხვეწება ჩაცმის სტილი და მოდა. ალბათ, სტრიჯი განვითარებადი ქვეყნების დიზაინერებზე გადაერთო ვიქტორიას სეკრეტის მოდელის, დოტზენ კროს ინგოროყვას სპორტულ სამოსში ნახვის შემდეგ, ან იქნებ ამის მიზეზი შარშანდელი თეთრი სამოსი იყო. შესაძლოა, სულაც ბელა ჰადის ქართული "სიტუაციონისტის" "ზედა-ქვედა" ეტიკეტმა გამოიწვია ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს ცნობადობა.

ასეა თუ ისე, რაც უფრო მატულობს მაღალი კლასის დიზაინერები საქართველოში, მით უფრო იზრდება იმის შანსი, რომ ამ პატარა ქვეყნისთვის მოდის თვე იქნება უმნიშვნელოვანესი, დიდი მომენტი.

მერიემ კაკაურიძე

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS