დაქალებთან ღამე იმიტომ არ ვრჩებოდი, რომ მის გარეშე ვერ ვძლებდი. უამრავი წელი ერთ ოთახში გვეძინა და ამიტომ მისი გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადავიტანე.
ჩვენი ოთახიდან საწოლი მეორე ოთახში გავიტანე. მეზიზღებოდა ის სივრცე, სადაც ბებოს სუნთქვა არ მესმოდა. გარდაცვალებიდან ორ კვირაში სიზმრად გამომეცხადა.
იმ პერიოდში პირად
ხანდახან ბებო რომ მომენატრებოდა, ვოცნებობდი, რაღაც ცუდი მომხდარიყო, რომ დამსიზმრებოდა. მალე მანიაში გადამეზარდა და გარშემო ყველა დამცინოდა, ამან ჯერ ბებია უნდა ნახოს სიზმარში და მერე იტყვის, როგორ მოიქცევაო.
ხალხისგან ამ დამოკიდებულებამ მარტო დამტოვა. ვცხოვრობ ჩემს თარგმანებსა და მარტოობასთან ერთად, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ თვეში ორჯერ მაინც დამესიზმრება ბებო და დიდხანს ვისაუბრებთ.
დედამ რამდენჯერმე სანთელიც დაუნთო. წავიდეს შენგან, ცხოვრებას გინგრევსო, მაგრამ მაინც ჩემთან არის.
საიტის ისტორიები